ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკის მუზეუმები „შექმნეს“
10-12-2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტრის, ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საგნში - „მე და საზოგადოება“ ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „მუზეუმები“. გაკვეთილს პედაგოგი ნელი მახარაშვილი ხელმძღვანელობდა. კლასის დამრიგებელი კი ლუიზა სუხიტაშვილია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკის მუზეუმები შექმნეს და ხელოვნების მუზეუმი, ახალი წლის მუზეუმი და წიგნის მუზეუმი წარმოადგინეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მუზეუმში ქცევის წესებზე ისაუბრეს.
„სკოლაში წარმატებით ხორციელდება ახალი საგნის - „მე და საზოგადოების“ დანერგვა. ამის ნათელი დადასტურეებაა ჩატრებული ღია გაკვეთილი. მოსწავლეებმა ძირითადად წარმოადგინეს თავისი ხელით შექმნილი მუზეუმები. სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმების შესახებ ცოდნა გამოამჟღავნეს, მუზეუმში ქცევის წესებზე ისაუბრეს და მუზეუმების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს. ფაქტია, რომ საგანი ბავშვებს მოსწონთ და ხალისით სწავლობენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები