ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციებში მონაწილეობენ
10-12-2018
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის შვიდი სკოლის (ულაშლოს,ოფრეთის,ბაითალოს,სადახლოს N1, შაუმიანის N1, ჯანდარის, ხოჯორნის) მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია, რომელსაც ერქვა „იცნობ თუ არა შენს სოფელს, რაიონს, ქალაქს“, მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდა მოწვეული სტუმარი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გიორგი კილაძე.

აღსანიშნავია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობა. მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები. 

ოფრეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ქრისტინე ლავრენტიევა მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის “რჩეული“ გახდა და   სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.
   
ოფრეთის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ოფრეთის საჯარო სკოლის პრეზენტაციის ხელმძღვანელს, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელს თინა ბაწაშვილს და ხოჯორნის საჯარო სკოლას და კონფერენციის ორგანიზატორს ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებელს  ლალი მარგიანს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203