„საუკეთესო მეკვლე პირველი თოვლი იქნება“ - საახალწლო ბლიცინტერვიუ ძველი აბაშის საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
10-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ძველი აბაშის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი რევაზ კორძახია ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ჩემს შვილსა და მამობის პირველ დღეებს.

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ჯადოსნური ღონისძიების მოწყობა მოსწავლეებისთვის, ანიმატორების მონაწილეობით.

2018 წელი იყო საკმაოდ წარმატებული, „ეტალონში“ ასპარეზობისა და საერთაშორისო კონფერენციების წელი.

სასურველი მეკვლე იქნება პირველი თოვლი და საჩუქრებით დახუნძლული თოვლის ბაბუა.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ უხვ მოსავალს, მეტ განათლებასა და წინსვლას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203