ქარელის მუნიციპალიტეტის, ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება - „ფერადოვანი შემოდგომა“ გამართეს.
ღონისძიებას ორგანიზება დაწყებითი კლასების კათედრამ, ჯუნა ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. მოსწავლეებმა ასევე პედაგოგების ხელმძღვანელობით თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც.
ღონისძიების ბოლოს საშემოდგომო გამოფენა მოეწყო.
იხილეთ ფოტოები