დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
10-12-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და ბუკლეტები დაამზადეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 

თარიღი მსოფლიო საზოგადოების ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203