„2018 მეგობრობისა და წინსვლის წელი იყო“ - ბლიცინტერვიუ კორმაღლის საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
10-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში კორმაღლის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მზია ზაქაიძე ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბავშვობასა და ოჯახს.

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები.

2018 წელი იყო ჯანსაღი და მეგობრული გარემოს, სიახლეებით, აქტივობებითა და წინსვლით გამორჩეული წელი.

სასურველი მეკვლე იქნება საუკეთესო მოსწავლე.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გამთლიანებას, ხვავსა და ბარაქას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203