ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბინნათ ისკანდაროვმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
10-12-2018
დმანისის მუნიციპალიტეტის, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბინნათ ისკანდაროვმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „ჩვენი თაობის პრივილეგია“ 1-ელი ადგილი დაიკავა.
კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.