თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი სახლის ბინადრები“ განახორციელეს.
პროექტი შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს ეძღვნებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ოთხფეხა მეგობრების მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს. სტუმრებს ცხოველებთან ურთიერთობის წესები გააცნეს და წარუდგინეს საკუთარი შინაური ცხოველები და მათ შესახებ შექმნილი ზღაპრები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ასევე კონტაქტურ ზოოპარკში იმყოფებოდნენ.
პროექტს კლასის დამრიგებელი ეკა ჯიქია და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი მზია მამადაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები