„სასურველი მეკვლე გურამ დოჩანაშვილია“- დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
11-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი დავით ნაჭყებია ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ნადირობას, როდესაც ფრინველი მოსაკლავად ვერ გავიმეტე.

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ნაძვის ხის მორთვა და ცეკვა-თამაში.

2018 წელი იყო სიახლეებით სავსე, სკოლაში გაუმჯობესდა უსაფრთხოების სისტემა და განათლების ხარისხი.

სასურველი მეკვლე იქნება გურამ დოჩანაშვილი.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და განათლების სისტემაში ეფექტურ ცვლილებებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203