ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მუხლები განიხილეს
11-12-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლაში ადამიანთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებმა შუშანა ტარიელაძემ და ნარგიზ ქათამაძემ სასკოლო ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიების თემა იყო - „როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა დეკლარაციის ირგვლივ ისაუბრეს და მოსწავლეებს ბულინგის შესახებ ვიდეოკოლაჟი აჩვენეს. მოსწავლეებმა კი კონვენციის მუხლები განიხილეს, თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს და აქტივობა-თამაშის ფორმით თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს გაეცნენ.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1950 წელს აღნიშნეს, მას შემდეგ რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ დღის ოფიციალურად დაწესებისკენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203