ინაშაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულინარიული დუელი მოაწყვეს
11-12-2018
ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლე გოგონებმა კულინარიული დუელი მოაწყვეს.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა ხათუნა ბედენაშვილმა გაუწია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გოგონები ორ გუნდად - „სუპერ მზარეულებად“ და „გურმანებად“ განაწილდნენ და სხვადასხვა გემრიელი კერძები და ტკბილეული მოამზადეს.

ბოლოს კი, სკოლის აღსაზრდელებმა თავიანთი გაკეთებული კერძები მეგობრებსა და მასწავლებლებს გაასინჯეს.

„დღემ ძალიან მხიარულად და რაც მთავარია გემრიელად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203