„2019 წელს საქართველოს წარმატებულ ახალგაზრდობას ვუსურვებ“ - ოთის საჯარო სკოლის გამორჩეული დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ოთის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მანანა ლონდარიძე ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება საზეიმო სამზადისს ოჯახსა და სკოლაში.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის სტუმრების მოწვევა, ღონისძიებების მოწყობა და მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემა.
2018 წელი იყო წარმატებული, გვყავს გამორჩეული მოსწავლეები, 3 სერთიფიცირებული პედაგოგი და 2 მოპოვებული გრანტი.
სასურველი მეკვლე იქნება განათლების სამინისტრო, რომელიც სკოლის ინფრასტრუქტურას გაგვიუმჯობესებს.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ხვავსა და ბარაქას, ბედნიერ ოჯახებსა და წარმატებულ ახალგაზრდობას.