ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნორჩ ეკოლოგთა და გარემოსდამცველთა შეკრებაში მონაწილეობდნენ
11-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ბუნების ქომაგების“ წევრი მოსწავლეები - მეგი ლეონიძე და ხარება ლეონიძე ბიოლოგიის მასწავლებელთან მავილე გოგიტიძესთან ერთად, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჩატარებულ ნორჩ ეკოლოგთა და გარემოსდამცველთა II შეკრებაში - „მიყვარს მე ჩემი სამშობლო“ მონაწილეობდნენ.

შეკრებამ აჭარის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ეკოლოგიურ მდგომარეობაზე სასაუბროდ გააერთიანა.

„მოსწავლეები ცდილობენ შეისწავლონ ჩვენი ბუნება, დაიცვან ჩვენი მშობლიური მხარის ბუნებრივი რესურსები და შეიტანონ კონკრეტული წვლილი სიცოცხლის გადარჩენის, მისი მოვლა-პატრონობის საქმეში და სხვა. მეგი და ხარება ლეონიძეებმა წარმოადგინეს პროექტი - „როგორ დავუბრუნოთ ციტრუსოვნებს ძველი დიდება აჭარაში’’. მოსწავლეებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ მათი სოფლის ციტრუსოვანთა ხელოვნური ეკოსისტემები თითქმის განადგრებულია და გადაწყვიტეს მცირედი წვლილის შეტანა ამ საქმეში. შეისწავლეს ლიმონის ნერგების გამოყვანა, რომ შემდეგ მოაშენონ ბაღებში, სკვერებში, ეზოებში, ინტერიერებში, როგორც ძვირფასი ნაყოფის მომცემი დადეკორატიული მცენარე. ვუსურვოთ ყველა მონაწილე მოსწავლეს წარმატებას ბუნების დაცვის საქმეში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს მავილე გოგიტიძეს მოსწავლეებთან აქტიური მუშაობისთვის და პროექტში წვრილის შეტანისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203