ჯუგაანის სკოლამ ''ეტალონს'' სამაგალითოდ უმასპინძლა
01-02-2017

ჯუგაანის სკოლაში პროექტ ''ეტალონის“ ღონისძიება ჩატარდა. 

ინტელექტ-შეჯიბრი ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენად გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტურის შესარჩევი ეტაპი.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ეს დღე ძალიან ლამაზი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის. ღონისძიების წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, თავისი ჩვეული ენერგიით ამხნევებდა მათ. დარბაზი აქტიურად გულშემატკივრობდა კონკურსის მონაწილეებს.

მოსწავლეების გასამხნევებლად საპატიო სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე  ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის საკრებულოს თავჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი.

კონკურსში პირველ ადგილზე საქობოს სკოლის XI კლასის მოსწავლე გავიდა. 

მოწვეულმა სტუმრებმა და გოჩა ტყეშელაშვილმა ჯუგაანის სკოლის დირექტორს, მარიამ ბოლაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203