„სკოლის საახალწლო ტრადიცია სეკრეტ სანტას გათამაშებაა“ - ბლიცინტერვიუ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის წარმატებულ მენეჯერთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნინო ცხადაია ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება მეგობრებთან ერთად გატარებულ საღამოს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის საზეიმო კარნავალი და „სეკრეტ სანტას“გათამაშება.
2018 წელი იყო ძალიან წარმალებული, მრავალ სპორტულ თუ საგანმანათლებლო აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა და რაც განსაკუთრებით საამაყოა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოვიპოვეთ.
სასურველი მეკვლეები იქნებიან ბედნიერი და განათლებული ბავშვები.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ სიმშვიდეს, განვითარებას, სიყვარულსა და ღვთის წყალობას.