ციხისფერდის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
11-12-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ციხისფერდის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომამ კალთები აიკეცა“ ჩატარდა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

ღონისძიებას - გურიანთის გამგებელი გიორგი ფასიეშვილი, სოფლის დეპუტატი მაია ზოიძე, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე და გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შარაძე ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნინო ნადირიძემ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს მაია არობელიძეს, მანანა ვაჩნაძეს, ნანა ხმელიძეს და ნინო გიორგაძეს ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. მშობელთა დახმარებით სცენა მოეწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ალბათ, ეს დღე დიდხანს გაჰყვება ყველას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203