ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა.
აღნიშნული დაღუპულ გმირებს მიეძღვნა, კერძოდ, ამავე სკოლის კურსდამათვრებულ ზვიად დავითაძეს. ღონისძიების სახეწლოდება გახლდათ - „სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა“.
სკოლის დირექციის ცნობით, ზვიად დავითაძე 1979 წლის 22 ნოემბერს სოფელ შუაღელეში დაიბადა. ის ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1998 წელს გაიარა სამხედრო სავალდებულო სასწავლებელი და 2000 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წელს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.
2013 წელს მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. 2013 წლის 13 მაისს ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტის მოგერიერებისას ის ტრაგიკულად დაიღუპა.
ზვიად დავითაძემ უმწიკვლო სამსახურისთვის სიცოცხლეშივე მიიღო მედალი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მას დარჩა მეუღლე და ერთი ქალიშვილი.
იხილეთ ფოტოები