Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში უჩხოს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მერი თავართქილაძე ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ჩემი შვილიშვილების დაბადებას.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ნაძვის ხის მორთვა, ზეიმი, მილოცვები და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა.
2018 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, მოსწავლეებმა მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, პატარებმა მრავალ საინტერესო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სერთიფიცირებული პედაგოგები გვყავს და თავადაც ჩავაბარე წელს გამოცდები.
სასურველი მეკვლეები იქნებიან ხალისიანი და ბეჯითი ბავშვები.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლასა და უღრუბლო ზეცას.