თბილისის N61 საჯარო სკოლა მზის ენერგიას გამოიყენებს
11-12-2018
თბილისის N61 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 77.76 კვტ პიკური სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა.

სამუშაოები კომპანია „მზის სახლმა“ განახორციელა.

სკოლის შენობის სახურავზე დამონტაჟდა მაღალი ხარისხის ფოტოელექტროენერგიის გენერაციის დანადგარები, რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს. ამ მექანიზმით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მზის ენერგიის გამოყენება სკოლაში ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც. მოსწავლეები პრაქტიკაში ნახავენ მომუშავე სისტემას და მის კომპონენტებს. მზის სისტემა აღჭურვილია მონიტორინგის სისტემით, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ მზის სისტემის ფუნქციონირებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203