სავანეთის საჯარო სკოლაში ტერორიზმის შინაარსი და საფრთხე განიხილეს
11-12-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის თემებიც გახლდათ: ძალადობრივი ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი. 

აღნიშნულის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. შეხვედრას დაესწრნენ მოწვეულნი სტუმრები: თემის წევრები, მშობლები და სხვადასხვა სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

ღონისძიებაზე განიხილეს ძალადობის ბიძგის მიმცემი ფაქტორები, ადრეული ნიშნები, გლობალური მოქალაქეობა,  საზოგადოების, ოჯახისა და მედიის როლი, რანსტორპის 9 მოდელი, პრევენციული ღონისძიებები და სხვა. 

სკოლის დირექციის ცნობით, აუდიტორიას  საინფორმაციო შეხვედრა მოეწონა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ კონკრეტულ თემაზე ინფორმირებულები არ იყვნენ.

დასასრულს, დამსწრე საზოგადოების წევრებმა კითხვარები შეავსეს, სადაც აღნიშნეს, რომ თუ როგორ მოეწონათ პრეზენტაცია, როგორი იყო მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი და აუდიტორიის ჩართულობა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203