ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით დატვირთული შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა
11-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის II კლასში პედაგოგმა ციცინო სამნიძემ ბუნებაში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო „საკვები მცენარეები, ხილი და ბოსტნეული“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციაზე მოცემული სხეულის ამოცნობა, აღწერა და დახარისხება.
პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს სახალისო აქტივობები გამოიყენა.
„გაკვეთილი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, რადგან მასწავლებელს თვალსაჩინოდ მოტანილი ქონდა სხვადასხვა ხილი და ბოსტბეული“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა - ქიშვარდი გორგოშაძემ, ნონა გოგიტიძემ და სალომე ლორთქიფანიძემ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.