„გამორჩეული საახალწლო მოგონება მეექვსე შვილიშვილის დაბადებას უკავშირდება“ - ბლიცინტერვიუ მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში მუხურის თემის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი როდერი ცირდავა ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება პირველ იანვარს მეექვსე შვილიშვილის დაბადებას.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის საზეიმო კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
2018 წელი იყო წინსვლის, მაგალითად, სკოლის თეატრალურმა დასმა გრანპრი მოიპოვა.
სასურველი მეკვლე იქნება ჩვენი ყოფილი მოსწავლე
ვასო თოდუა, რომელიც მრავალმხრივ განვითარებული, უნივერსალური ახალგაზრდაა.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ბარაქას, მეტ სიყვარულსა და ერთობას.