ტყემლანის საჯარო სკოლა რეგიონში გარემოს დაცვაზე ზრუნავს
11-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლა ჩართულია კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“. სკოლაში შექმნილია ეკო-კლუბი „ფლორა“, რომელიც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს და ქულებს აგროვებს.
მას ბიოლოგიის მასწავლებლი ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთი აქტივობა იყო სამუშაო შეხვედრა ახალციხის მერთან თემაზე - „სეპარირებული ნარჩენების განთავსება რეგიონში“.
შეხვედრის მიზანი რეგიონში სეპარირებული ნარჩენების ურნების დამატებითი ერთეულის განთავსება გახლდათ.
ქალაქის მერი ასევე გუნდის სამოქმედო გეგმას გაეცნო. მან მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. შეხვედრის ბოლოს სკოლის გუნდ „ფლორისა“ და მერიის კულტურის სამსახურის მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.