დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პროექტი „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს“ დასრულდა
11-12-2018

დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში პროექტის „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

მოსწავლეები ტრანსფარანტებით და ბუშტებით ხელში სკოლიდან გაემართნენ წაღვერის ცენტრისკენ. მსვლელობა განხორციელდა ევროკავშირის ჰიმნის ფონზე, მოედანზე კი გაიმართა ფლეშმობი. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. 

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბორჯომის რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე და ბორჯომის კულტურის განყოფილების უფროსი მარინა ხუჯაძე.

აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი, ხოლო პროექტი დაგეგმა და განახორციელა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მაია გულიაშვილმა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203