ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
11-12-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.

ტესტირებაში - მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტესტირების პროცესს პედაგოგი თინა მემარნიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეთა  უმატესობამ გამოავლინა, როგორც სასწავლო  ისე  კლასგარეშე საკითხების კარგი ცოდნა. 30 მოსწავლიდან 16-მა 50 ქულაზე მეტი მიიღო, 2-მა მოსწავლემ ნატა მჟავანაძემ და მარიამ ჭანუყვაძემ კი 75 და 71 ქულა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203