არაშენდის სკოლის მოსწავლეები მოსახლეობას დასუფთავებისკენ მოუწოდებენ
03-02-2017

არაშენდის სკოლაში დასუფთავების აქცია - ''სუფთა საქართველო'' მოეწყო

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლამდე მისასვლელი 6 კმ-იანი გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მასწავლებლების თქმით, მოსწავლეებმა პრობლემა ღრმად გაიაზრეს და საკუთარი ინიციატივით შექმნეს თვალსაჩინოებები, რომლითაც უფროსებს თანადგომისაკენ მოუწოდებდნენ.

მოსწავლეების სურვილით დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქციის დევიზია - ,,ვიცხოვროთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში“.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203