ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მავნე ნივთიერებებზე ისაუბრეს
11-12-2018
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლის, მაყვალა სულიაურის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება „არა სიგარეტს, არა ალკოჰოლს, არა ნარკომანიას“.  

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მეთე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობაზე ესაუბრნენ. 

ღონისძიებაზე მიწვეული ჰყავდათ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი თათია ბლუაშვილი, რომელმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა და უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

„ამ ღონისძიების მიზანია, რომ მოზარდებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერონ არაჯანსაღი წესით ცხოვრების უარყოფითი შედეგები და უარი თქვან სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203