„2019 წელს ბაღის მასწავლებლების ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება“
11-12-2018

საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასების ზრდა მომავალი წლისთვის ვერ ხერხდება - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა.

დეპუტატმა განმარტებით, საკრებულოს ერთ-ერთი რეკომენდაცია ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა იყო, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

„ჩვენ ვცდილობდით, რომ ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასები გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯების ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ”, – განაცხადა ზარქუამ.

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203