თბილისის N6 საჯარო სკოლა პროექტს„შევქმნათ თანაბარი გარემო თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ ახორციელებს
11-12-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პროექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა.

კონფერენციაზე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ 16 პროექტს შორის იყო ქალაქ თბილისის N6 საჯარო სკოლისა და თბილისის N200 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „შევქმნათ თანაბარი გარემო თანაბარი შესაძლებლობებისათვის“. 

პროექტში ჩართული იყვნენ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ხელგარჯილობის კლუბი, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მოხალისეების მიერ მომზადებულ იქნა ხელნაკეთი ნივთები.  

კონფერენციის მონაწილებსა და სტუმრებს თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარუდგინეს პროექტის საბოლოო ანგარიში და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203