ახმეტის აწყურის საჯარო სკოლის მოწაფეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-12-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წელი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის წარმატებული და დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა.
აღნიშნულის მიზეზი გახდნენ მოწაფეები, რომლებიც ცხრა კლასის წარჩინებით დასრულებისთვის პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
კერძოდ, ელენე გამილაღდიშვილს, ლევან დანელაშვილს, ირინა დათოშვილს და თიკა დათუკიშვილს კომპიუტერები ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ, ხოლო ქრისტინე მახატლიშვილს კომპიუტერს მომავალ სასწავლო წელს მიაწვდიან, რადგან ის ამჟამად ამერიკაში Flex-ის პროგრამით იმყოფება.