ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად ერთმანეთს სპორტში შეეჯიბრნენ
11-12-2018
ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. სპორტის პედაგოგი დიმა არეშიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ დარბაზის უქონლობის გამო შეჯიბრებას მასპინძლობა ჩხარის N1 საჯარო სკოლამ გაუწია.
ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორ გუნდად, „წითლებად“ და „ლურჯებად“ (ფორმის მიხედვით) გაიყვნენ. მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. ჟიურის წევრები გახლდნენ როგორც ჩხარის N2 საჯარო სკოლის, ასევე ჩხარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები.
სკოლის დირექციის ცნობით, შეჯიბრებამ მხიარულად ჩაიარა. ყველაზე მეტი ქულა „ლურჯების“ გუნდმა მოიპოვა. „წითლებმა“ მათ გამარჯვება გულითადად მიულოცეს. მომდევნო შეჯიბრება ჩხარის N2 და ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაიგეგმა.
ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექცია ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექციას (დირექტორი კობა ბარდაველიძე) გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის.