ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სპიტაკის მიწისძვრა გაიხსენეს
11-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სპიტაკის მიწისძვრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წელს სპიტაკის მიწისძვრიდან 30 წელი შესრულდა. 1988 წელს 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 25 000 ადამიანი შეიწირა.
მიწისძვრის დროს სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო. ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი და დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. მიწისძვრამ 16.2 მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.