ციხისძირის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს 80 მეტრიანი კედელი მოხატეს
03-02-2017

2014 წლიდან ციხისძირის სკოლაში, ყოველ წელს, მასშტაბურ ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, კლუბის მეურვესთან ერთად 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ღონისძიებაში, წინასწარი მოწვევით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიც იღებენ მონაწილეობას.

ეს სკოლებია: ქსნის სკოლა, ძეგვის სკოლა, გალავნის სკოლა, ძველი ქანდის სკოლა, მუხრანის N-1 სკოლა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ დღეს ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, მოსწავლეები ასრულებენ ქართულ-ხალხურ და ასევე სამეჯლისო ცეკვებს, მღერიან სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს.

2014 წელს მოსწავლებმა მოხატეს 80 მეტრი სკოლის ეზოს შიდა კედელი და თვიანთი ემოციები და გზავნილები დაუტოვეს მომავალ თაობას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203