ტყემლანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ახალციხეში ექსკურსია მოაწყვეს
12-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „ფლორას“ წევრებმა ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და კულტურის სამსახურის ხელშეწყობით მოაწყვეს ექსკურსია ახალციხეში.
მოსწავლეებმა მოინახულეს ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნავი ძეგლი, რაბათის ციხე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ რაბათის ციხის ისტორიულ წარსულს და დღევანდელობას. ასევე, მოსწავლეები გაეცნენ რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს.