ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ტურიზმის განვითარებაზე პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
12-12-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების (ქვემიმართულება „ტურიზმი ჩვენს მხარეში“ ) დასკვნითი გაკვეთილი ჩატარდა.
პროექტ-გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა იმერეთში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა და ტურისტული პაკეტის მომზადება.
მასში აქტიურად იყვნენ ჩართული VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.
მონაწილე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეაგროვეს, დაახარისხეს და მოამზადეს პრეზენტაცია. შემდეგ, წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდა ექსკურსია, ლაშქრობა, შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები, გამოქვეყნდა გაზეთი.
„ბოლო, მეოცე შეხვედრა მოიცავდა მიმდინარე 19 საათის მუშაობის შეჯამება-შეფასებას, რომელიც პრეზენტაციის ჩვენებით დასრულდა. მონაწილეებმა შექმნეს და წარმოაჩინეს ის ტურისტული პაკეტი, რაც პროექტის მიზანი იყო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.