საძელის საჯარო სკოლის მასწავლებლის ორგანიზებით ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
12-12-2018
საძელის საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ გოგიაშვილის ორგანიზებით, ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო - „ჩვენ ხომ ძმები ვართ საუკუნედ თანატოლები“ ჩატარდა. ღონისძიებაში 8 სომხურენოვანი სკოლის (საძელის, ვალის N3, ნაოხრევის, დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, წინუბნის, წყალთბილის, წყრუთის) დამხმარე მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოში მოღვაწე სომეხი და ქართველი პოეტების პოეზიას ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა პოეტების ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
„მოსწავლეებმა გულწრფელად განიცადეს ორი მოძმე ერის ურთიერთსიყვარული და მსმენელებამდე მიიტანეს პოეტების გულისთქმა. ბავშვებს უდიდესი და დაუვიწყარი სიხარული მიანიჭა ამ საღამოში მონაწილეობამ“,-ამბობს საძელის საჯარო სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, ახალციხის კულტურის განყოფილების უფროსი გია ჟუჟუნაძე და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.