გავაზის სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრებით დააჯილდოვეს
03-02-2017

გავაზის სკოლაში X-XII კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა.

პროექტის ინიციატორი და სპონსორი გავაზის სკოლის კურსდამთავრებული და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჩუგოშვილი იყო. მან გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.

XI კლასის მოსწავლე თეონა კაციაშვილი, ნაშრომისთვის - „პურის ცხობისას ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობა მიმდინარე ქიმიურ პროცესებში და სვიის ყვავილის გამოყენებით საფუარის მომზადება“ - მიკროსკოპით დაჯილდოვდა. (პედაგოგი-მარინე ვარადაშვილი).

X კლასის მოსწავლე ბაჩო რაჯებაშვილის თემა „სოფელ გავაზში არსებული ისტორიული არქიტექტურული ძეგლები“ იყო. მას პლანშეტი გადაეცა. (პედაგოგი ლია ნავარადაშვილი)

X კლასის მოსწავლეები ანი ჩუგოშვილი (პედაგოგი მაკა ჯეირანიშვილი) თემით „ბრბოს ფსიქოლოგიიდან კათარზისამდე“ და ლუკა ჭრელაშვილი (პედაგოგი ფატინაიორამიშვილი) თემით „არყის მიმღები ქარხნის მარგიქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა-გაანგარიშება“ კავკასიის უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტებით დაჯილდოვდნენ.

გავაზის სკოლის დირექციის წარმომადგენლები დიდ მადლობას უხდიან ნიკა ჩუგოშვილს, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს და მოსწავლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203