თბილისში საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა
12-12-2018

თბილისში წინასაახალწლოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება. 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო სოფელი.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საახალწლო სოფელში დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა.

„ნაძვის ხესთან დაკავშირებით გაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება პასუხი და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით.

ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, აქაც ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას იმისიანებად და ამისიანებად. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც თბილისის ცის ქვეშ პირველად გათამაშდება.

„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა. საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი, მისი თქმით, მომავალი წელი სიყვარულის წელი უნდა იყოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203