ტაკიძეების საჯარო სკოლაში საინტერეო აქტივობებით დატვირთული სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
12-12-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის მესამე კლასში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა და ბუნება) ჩატარდა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი შუშანა ტარიელაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „პერიოდული მიმდევრობა“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. იხილეთ ფოტოები