ხაბუმეს N1 საჯარო სკოლაში ტრენინგ-სემინარი გაიმართა
12-12-2018
კამპანიის „არა ძალადობა“ ფარგლებში ხაბუმეს N1 საჯარო სკოლაში ტრენინგ-სემინარი გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი თამარ ქობალია.
სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ხათუნა მიქავამ მოსწავლეთა მიერ ძალადობის თემასთან გამოვლენილი ინტერესიდან გამომდინარე მოსწავლეებს მსგავსი ტრენინგ-სემინარების ჩატარების პირობა მისცა.
აღნიშნულ ღონისძიებას ხაბუმეს N1საჯარო სკოლაში პედაგოგების გარდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია ესწრებოდა.