ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტ „ჩვენებურების“ პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს დაკარგული კუთხეების კულტურას, ტრადიციებსა და მუსიკალურ ფოლკლორს, ასევე გაეცნენ მუსიკოსების, ქაზიმ ქოიუნჯუს და ბაიარ შაჰინის შემოქმედებას.
ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული რესურსები და დაამზადეს ბროშურები აღნიშნული ტერიტორების შესახებ.
პროექტს მუსიკის პედაგოგი ნინო ქარდავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები