აწყვიტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
12-12-2018
ასპინძის მუნიციპალიტეტის, აწყვიტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „იაზროვნე სწრაფად“ გაიმართა. თამაშში გუნდები - „შავი ავაზა“, „მებრძოლები“, „ჯექსონა“ და „გობლინები“ მონაწილეობდნენ.
თამაშს XII კლასის მოსწავლეები - გიორგი ბერიძე და ნინო ბერიძე ხელმძღვანელობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში საინტერესოდ წარიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში „გობლინებმა“ გაიმარჯვეს. გუნდის წევრები თამაშის წამყვანმა გიორგი ბერიძემ სიგელებით დააჯილდოვა.
თამაშის წამყვანებს კი სიგელები სკოლის დირექტორმა ნოდარ ბერიძემ გადასცა და კარგი ორანიზატორობისთვის და წარმატება უსურვა. იხილეთ ფოტოები