ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კამპანია მოაწყვეს
12-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის ფშაველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ახალი ნერგის“ აქტიური წევრი მოსწავლეებისა და კლუბის კოორდინატორის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის არჩილ ხუტუაშვილის მიერ, ცნობადობის გაზრდის მიზნით საგანმანათლებლო კამპანია „112 ჩვენს სამსახურშია“ მოეწყო.
კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტები, დაბეჭდეს და გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსახლეობას დაურიგეს.
კამპანიის მიზანი „112“-ის სერვისით მომსახურების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდა იყო.
კლუბი მომავალშიც გეგმავს ასეთ საგანმანათლებლო აქციებს.