ახალციხის N3 საჯარო სკოლი აქტიური და საუკეთესო მშობლები დააჯილდოვდნენ
12-12-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა ხმალაძის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, სადაც რესურსცენტრმა სკოლის ცხოვრებაში ჩართულობისათვის მე-11 კლასის აქტიური და საუკეთესო მშობლები დააჯილდოვა.
სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ.
მათივე ინფორმაციით, სკოლაში მშობელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული მოსწავლეთა სწავლის ხარსიხზე დადებითად აისახება.