კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე ზღაპარი გააცოცხლეს
12-12-2018
სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის კარწახის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ვარტითერ ბერაკჩიანის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი დადგეს.

სკოლის აღსაზრდელებმა სცენაზე ოვანეს თუმანიანის ზღაპარი - „თაგვების შეკრება“ გააცოცხლეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად შეასრულეს.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ზღაპარი. დამსწრე საზოგადოება მოხიბლა მათმა მსახიობურმა ნიჭმა. მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203