თბილისის N48 საჯარო სკოლის VIა კლასში ბუნების მასწავლებელმა ნინო პეტრიაშვილმა შიდა შეფასების გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „როგორი ნარევები არსებობს“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.
სასწავლო პროცესს შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები