თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
12-12-2018
თბილისის N133 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „გამოთხოვება შემოდგომასთან“ ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მზადების პროცესში ჩართული იყო მუსიკის პედაგოგი ია ურუშაძე.

სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მინი-სპექტაკლი დადგეს.

სპექტაკლში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც აქტიური ჩართულობისთვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ღონისძიება ემოციური იყო არა მარტო პატარებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის და ბებოებისთვის, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცათ სასკოლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისა და ქველმოქმედებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203