ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა „ემოციური ინტელექტის“ შესახებ ისაუბრეს
14-12-2018
თბილისის, ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა XI და XII კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „ემოციური ინტელექტი“ შეხვედრა გამართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის ფარგლებში ფსიქოლოგმა და მოსწავლეებმა ემოციის თავისებურებებსა და ფუნქციურ არსზე, ემოციის რეგულაციის, საკუთარი და სხვისი ემოციის ამოცნობის უნარის მნიშვნელობაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და წარმატების მიღწევის გზაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებს მიეცათ მეტაფორული ბარათების „წარსულის სკივრიდან“ გაცნობისა და გამოყენების საშუალება, რომელიც შექმნილია ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების რეპროდუქციების მიხედვით. 

ბარათების საშუალებით მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვობის მოგონებებსა და ემოციურ განცდებზე, ამოიცნეს საკუთარი და სხვისი ემოციები. 

„მოზარდებმა მიიღეს მეტაფორულ ბარათებთან მუშაობის გამოცდილება, რაც კარგი შესაძლებლობაა ადამიანის განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203