ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ
13-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, რეჟისორ გოჩა ხვიჩიას სპექტაკლს „აირწინაღი“ დაესწრნენ.
სპექტაკლზე სკოლები მერიის წარმომადგენლის, მარიამ ტყეშელაშვილის რეკომენდაციით მიიწვიეს.
სპექტაკლი აქტუალურ თემას, ნაადრევ ქორწინებას და ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა.
„დღეს მე-11 და მე-12 კლასებში მოვაწყვეთ სპექტაკლის განხილვა. უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეებმა სწორად გაიგეს და საკუთარი აზრიც დააფიქსირეს. მათ აღნიშნეს, რომ სპექტაკლმა სულ სხვა თვალით დაანახა პრობლემა, რომ ძალადობა დაუშვებელია ნებისმიერი სახით. საჭიროა, რომ მშობლებმა შვილებს მეტი ყურადღება დაუთმონ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ხოჯორნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მერიისა და კულტურის ცენტრს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის.