ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
13-12-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „პირველი ნაბიჯების“ წევრები, ნანე ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვების შედეგად, სკოლაში კლუბის „პირველი ნაბიჯები“ წევრებმა ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.